შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან მარშავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი, აფხაზეთის ა/რ. დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი 1973 წელს; ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს. 1994–2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი; 2006–2017წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის პროფესორი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია. არის სარედაქციო კოლეგიების წევრი ჟურნალებისა – "ეკონომიკა", "საქართველოს ეკონომიკა", "ბიზნესი და მენეჯმენტი", "ეკონომიკა და ბიზნესი". არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება საბაზრო ეკონომიკისა და ეკონომიკურ-სტატისტიკის საკითხების კვლევას. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები: aaf.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |