შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მარშანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გოგიეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1954წწ. მუშაობდა ეშერის სასწავლო-საცდელი მეურნეობის აგრონომიის განყოფილების გამგედ; 1956–1958წწ. მოღვაწეობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების, 1958–1968წწ. ასევე სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ამავე სახელწოდების კათედრებზე; 1973–1977წწ. იყო პრორექტორი სასწავლო დარგში; 1976–1990წწ. იყო აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1977–1979წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს მრჩევლად კუბაში; იკვლევდა ციტრუსოვანი კულტურების მოვლისა და ნიადაგის განოყიერების საკითხებს; არის სამეცნიერო ნაშრომების - 4 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1969). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |