The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ მარშანია

იოსებ მარშანია
Date of birth:25 February, 1926
Date of death:9 October, 1990  (at 64 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგიეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1948 წელს.

1949–1954წწ. მუშაობდა ეშერის სასწავლო-საცდელი მეურნეობის აგრონომიის განყოფილების გამგედ; 1956–1958წწ. მოღვაწეობდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების, 1958–1968წწ. ასევე სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ამავე სახელწოდების კათედრებზე; 1973–1977წწ. იყო პრორექტორი სასწავლო დარგში; 1976–1990წწ. იყო აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1977–1979წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს მრჩევლად კუბაში; იკვლევდა ციტრუსოვანი კულტურების მოვლისა და ნიადაგის განოყიერების საკითხებს; არის სამეცნიერო ნაშრომების - 4 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1969). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.561

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომი

Bibliography


Share: