| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტრანსპორტის ფაკულტეტი 1961 წელს. მუშაობა დაიწყო ელვამშენებელ ქარხანაში ახალგაზრდა სპეციალისტად, შემდეგ ეტაპობრივად დაწინაურდა უფროს ოსტატად, წარმოების უფროსად და განყოფილების უფროსად; 1970-1972წწ. გადაყვანილ იქნა ორთქმავალ ვაგონშემკეთებელ ქარხანაში ამავე ქარხნის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ არჩეულ იქნა ამავე ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივნად; 1975 წელს დაინიშნა საქართველოს ავტოტრანსპორტის მინისტრის მოადგილედ; 1978 წელს, მაშინდელი საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაგზავნილ იქნა რუსეთში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახალხო მეურნეობის აკადემიაში (სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის აკადემია), რომელიც წარმატებით დაასრულა 1980 წელს. იგი არის ამავე აკადემიის პირველი კურსდამთავრებული, რომლის დამთავრებისთანავე იმავე წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის სოციალური საკუთრების დაცვის (რუსული აბრევიატურა - ОБХСС, სოციალისტური საკუთრების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური) მთავარი სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკის წოდებით; 1987 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ; საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, ჯ. ვეფხვაძემ დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება: 1993 წელს დააფუძნა სააქციო საზოგადოება, ავიაკომპანია სახელწოდებით "ავიაექსპრესკრუიზი"; ავიაკომპანია მოქმედებდა 2000-2003 წლამდე და ახორციელებდა როგორც სამოქალაქო, ისე ავიაგადამზიდავ რეისებს; იყო ამავე ავიაკომპანიის პრეზიდენტი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მის აქტიურად მოქმედებამდე; 1996 წლის 13 თებერვლიდან, დაინიშნა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსულტანტად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბრძანებით; 1999 წელს, დაარსდა საქართველოს ტრანსპორტელთა პარტია (სტპ), რომლის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ჯემალ ვეფხვაძე. პარტიამ საპროგრამო პრიორიტეტებად დაისახა ლიბერალური საგადასახადო სისტემის შექმნა, მეწარმეობის ხელშეწყობა, საქართველოში სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება და გაფართოება, ქართული საბაზრო ეკონომიკის განვითარება საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად ჩამოყალიბების ხარჯზე. წყარო: თინათინ ჩხაიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

