The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ძოწენიძე

მედეა ძოწენიძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1993 წელს.

1993 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1993-1994წწ. სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებლობის და ორგანიზაციის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1994-2006წწ. სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებლობის და ორგანიზაციის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 2013-2015წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2014-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი; 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2017-2021წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მოწვეული პროფესორი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მშენებლობის ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი (2015), პროფესორი (2015).

წყრო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: