| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა კალიჩენკო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1988 წელს. 1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 1989-1990წწ. - თბილისის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებელი; 1990-1991წწ. - მცხეთის პროკურატურის გამომძიებელი; 1992-1999წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორი; 1999-2005წწ. - ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში მოსამართლე; 2009-2016წწ. - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იურიდიული სამსახურის უფროსი; 1998-2001წწ. - დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამართლის მოწვეული ლექტორი; 2009-2011წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში მოწვეული ლექტორი; 2011 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოწვეული ლექტორი; 2016 წლის ივლისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან - 2021 წლის სექტემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

