შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1974 წელს. 1974-1985წწ. სამეცნიერო ტექნიკური გაერთიანება "საქსაშენმასალები", თბობგერასაიზოლაციო მასალების ლაბორარტორია, ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1991წწ. საქართველოს კპ ვაკის რაიონული კომიტეტი, საორგანიზაციო განყოფილება, ინსტრუქტორი; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-2006წწ. სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის მიმართულება, დოცენტი; 2006-2012წწ. სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2006-2025წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჟურნალი მშენებლობა რედკოლეგიის წევრი, პროფესორი; 2014 წლიდან სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ტექნოლოგიის და საშენი მასალების დეპარტამენტი, პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემია, წყლის ინჟინერიის განყოფილება, პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |