The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზა კელენჯერიძე

იზა კელენჯერიძე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სისხლის სამართლის ერთწლიანი სკოლა 2004 წელს; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004-2006წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2010 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2011 წელს დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტის გერმანული ენის ინტენსიური კურსი; 2011-2012წწ. სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში; 2011-2012წწ. იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სადოქტორო სტიპენდიანტი; 2015 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2016-2017წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2002-2003წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე; 2002-2003წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტაჟიორი; 2004-2005წწ. - საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2005-2008წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს მრჩეველი; 2008-2010წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მრჩეველი; 2010 წელს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველი; 2010 წელს მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად; 2011 წელს - შპს "სიონი-მ"-ის იურისტი; 2013 წლიდან - საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი; 2014 წელს - სტუდენტური გაცვლითი პროგრამის - თანამედროვე სისხლის სამართლისა და სამართლის თეორიის აქტუალური საკითხები - სამეცნიერო ხელმძღვანელი; 2016 წლიდან - გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრი; 2016 წლიდან - სამეცნიერო გრანტის - ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც გამოწვევა და ამოცანა - მონაწილე. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ორი სახელმძღვანელოს სამეცნიერო რედაქტორი. 2018 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: