The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი მატაბელი

ოფიციალური სახელი:მატაბელი გული
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1993  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის უფროსად; 1949–1983წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 1961 წელს ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა მალარიასთან ბრძოლის ღონისძიებებს; 1977–1980წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო რესპუბლიკაში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, სადაც განხილულია პარაზიტული და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის აქტუალური საკითხები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.572-573


გააზიარე: