Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მატაბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის უფროსად; 1949–1983წწ. იყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე; 1961 წელს ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა მალარიასთან ბრძოლის ღონისძიებებს; 1977–1980წწ. მუშაობდა ალჟირის სახალხო რესპუბლიკაში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, სადაც განხილულია პარაზიტული და ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის აქტუალური საკითხები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.572-573
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |