შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რადამისტი![]()
ბიოგრაფიაიბერთა მეფის, ფარსმანის ძე - რადამისტი მოღვაწეობდა 51-53 წლებში, რომლის შესახებაც ცნობებს, რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ტაციტუსი თავის ნაშრომში "ანალები" აღწერს. მისი სიტყვებით რადამისტი გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. უფლისწული საჯაროდ აღნიშნავდა რომ, მამამისი მოხუცებულობის გამო შესაფერისად ვეღარ მართავდა იბერიას და ტახტის გათავისუფლებას მოუთმენლად ელოდა. მამამისმა, შვილის თავიდან მოსაშორებლად ჩააგონა მას სომხეთი დაეპყრო, რომელსაც მისი ღვიძლი ძმა მირდატი მართავდა. ამით ფარსმანს იბერიის სამფლობელოს გაფართოების იმედი ჰქონდა. ამ მიზეზით სომხეთს ომი გამოუცხადა. წინააღმდეგობის გაწევისათვის მოუმზადებელმა მირდატმა გარნის ციხეს შეაფარა თავი, რადამისტმა მირდატს ზავი შესთავაზა. ფარსმანის საიდუმლო ბრძანების თანახმად რადამისტმა მირდატი ვერაგულად მოკლა. ამის შემდგომში სომხეთისთვის ბრძოლა იბერებსა და პართელებს (ძვ. სპარსელთა სახელი) შორის ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, რადამისტი კი, საკუთარმა მამამ ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯა. ტაციტუსის ამ სიუჟეტს ხელოვნების მრავალი ნაწარმოები მიეძღვნა: ჰენდელის ოპერა "რადამისტო", გრიბოედოვის დაუმთავრებელი პიესა "რადამისტი და ზენობია" და სხვა. წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |