The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ბაქრაძე

მურმან ბაქრაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თრიალეთი, წალკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი მშენებლობის ეკონომიკის, ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით 1975 წელს.

1977-1987წწ. ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, მშენებლობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სექტორის გამგე; 1987-1989წწ. მოსკოვის რადიოტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის საგეგმო–ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 1991 წლიდან მუშაობს საქართლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო:საქართლოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: