Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი მატინიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1956–1957წწ. მუშაობდა თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში; 1957–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში (ახლანდელი ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი); 1957–1966წწ. იყო ამ ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1966–1970წწ. დააარსა და ხელმძღვანელობდა ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყოფილებას. 1969–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორი; 1970–1993წწ. მუშაობდა ერევნის ფიზიკის ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1993 წლიდან აშშ-ში დიუკისა და ჩრდილო კაროლინის შტატის უნივერსიტეტებში. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედებების, კვანტური ჰიდროდინამიკის (ზედენადობის თეორია), ელემენტარული ნაწილაკების, ველის კვანტურ და მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიებს. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს მიღებული ნეიტრალური მეზონების ოპტიკის დარგში, თეორიულად აღმოაჩინა ვაკუუმის არასტაბილურობა კვანტურ ქრომოდინამიკაში და არააბელური კალიბრული ველების ქაოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 578; panorama.am Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |