შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მაქარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია 1872 წელს; პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი 1874 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1877–1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1895–1897წწ. მეთაურობდა გრენადერთა 1-ელი საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას; 1897–1898წწ. კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას; 1898–1902წწ. კავკასიის I სარეზერვო საარტილერიო ბრიგადის დივიზიონს; 1902–1904წწ. მორტირთა მე-7 საარტილერიო პოლკს; 67-ე საარტილერიო (1904), თურქესტანის მე -2, 52-ე საარტილერიო ბრიგადებს (1904 ივლ. – 1910). გენერალ-მაიორი 1904 წლიდან; გადადგა 1910 წელს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1908). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 580; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |