შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მაქსოევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს. 1966–1979წწ. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე; 1979–1992წწ. იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ვაჭრობის განყოფილების უფროსი; 1992–2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. იკვლევდა საქართველოს დარგობრივი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1995). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 582 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |