The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაღალაშვილი

გიორგი მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1931  (94 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჩრდილო კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, ძებნა-ძიების სპეციალობით 1954 წელს.

1967 წლმდე მუშაობდა ფერადი ლითონების გეოლოგიურ-საძიებო ჩრდილო კავკასიის ტრესტში, "საქნახშირმადნეულში"; საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში იყო გეოლოგიური პარტიების გეოლოგი, უფროსი გეოლოგი; 1967–1972წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში – არამადნეული წიაღისეულის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1972 წლიდან – მყარი წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილების გამგე. იყო რუსულ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ცეოლითების ასოციაციის თავმჯდომრის მოადგილე და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. არის სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების, გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (2002).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 583

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1994 - კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემია
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული გეოლოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: