Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ მირზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1918 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტის სატყეო განყოფილება 1926 წელს. 1918-1921წწ. მსახურობდა ჯარში; 1923-1926წწ. იყო სატყეო განყოფილების დენდროლოგიის კათედრის პრეპარატორი; 1928-1930წწ. მუშაობდა ამავე კათედრის ასისტენტად; 1930 წელს დაინიშნა დოცენტის თანამდებობაზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დენდროლოგიის კათედრაზე; 1930 წლის სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა თბილისის სატყეო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე; 1931-1938წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით სატყეო მეურნეობასა და ტყის მრეწველობის ინსტიტუტში უფროსის ასისტენტად; 1924-1926წწ. ტაქსატორის თანამდებობაზე; საქართველოს ჯანდაცვის კომისარიატის მთავარ საკურორტო სამმართველოში; 1926-1929წწ. ტყეთმოწყობის თანამდებობაზე საქართველოს მიწათმართვის სატყეო განყოფილებაში; 1934-1945წწ. "საქჩაის ტრესტში სატყეო მელიორაციის ჯგუფის უფროს აგრონომად; 1949 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სატყეო ინსტიტუტში სატყეო მეურნეობის განყოფილების უფროსად; საქართველოს სახალხო-სამეურნეო ინსტიტუტში სატყეო ტაქსაციის და ტყის ექსპლუატაციის კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო შრომა და 26-მდე სტატია სხვადასხვა ჟურნალებში. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |