შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მარგველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილება 1924 წელს. 1924 წელს მუშაობა დაიწყო ბორჯომის ტყეების ტყეთმომწყობად; 1925 წელს დანიშნეს ბორჯომის რაიონის სატყეოს გამგედ; 1930 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მეტყვეობის კათედრის ასისტენტი; 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1963 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1965 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მის კალამს ეკუთვნის ათეულზე მეტი სამეცნიერო შრომა. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.64
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |