The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია კვირიკაშვილი

მაია კვირიკაშვილი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს; 2009 წელს იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ყოველწლიური სასწავლო სესიის - "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შედარებით სამართალში" მონაწილე; 2010 წელს გაიარა სპეციალურ კურსი ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში, თემაზე "ევროკავშირის სამართალი"; 2010 წელს სწავლობდა ბერლინში, ჰერტის მმართველობის სკოლაში; 2011 წელს სწავლობდა ვენეციის ადამიანის უფლებათა სკოლაში სპეციალური კურსზე "რელიგიის თავისუფლება და რელიგიური უმცირესობების უფლებები"; 2012–2013წწ. სწავლობდა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე "კანონის უზენაესობა განვითარებისთვის" და მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება; 2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007-2008წწ. - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-გამომძიებელი; 2008-2009წწ. - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2009-2011წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორი; 2011-2016წწ. - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი; 2015 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2018-2024წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2024 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: