შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქართლოს მანველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯალაბაშვილი, ქედის რაიონი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1948 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მეტყევე-ინჟინრის სპეციალობით 1955 წელს; ასპირანტურა 1980 წელს. 1948-1950წწ. მუშაობდა ქედა-ცხმორისის სატყეო უბნის ტექნიკოსად; 1955-1964წწ. ქედის სატყეო მეურნეობის ინჟინრად; 1964-1966წწ. ქ. ბათუმის გამწვანების ტრესტში, ბათუმის მთის ტყე-პარკის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1966-1980წწ. მუშაობდა თბილისის სამთო-მეტყევეობის ინსტიტუტში, ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერის თანამდებობაზე; 1980-2004წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო კომიტეტში, ტყის მეურნეობის სამმართველოს უფროსად; 1981 წლიდან იყო აჭარის აგროსატყეო მეურნეობების სამმართველოს უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი, 45 საჟურნალგაზეთო სტატია; გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე მრავალჯერ მონაწილეობდა სატელევიზიო გამოსვლებში. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.68
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |