შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გელენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრაწყარო, ზესტაფონის რაიონი. ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ზესტაფონისა და ქუთაისის საწარმოებში. იბრძოდა ცხინვალში, ეროვნული არმიის 21-ე ბრიგადაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს ლეიტენანტი რომან გელენიძე ქუთაისის მექანიზებული ბრიგადის 213-ე ბატალიონში მსახურობდა ოცეულის მეთაურად, იბრძოდა ოჩამჩირესთან და მერკულასთან. 1993 წლის 26 თებერვალს რომან გელენიძე და მისი სამი თანამებრძოლი საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას ნაღმმა იმსხვერპლა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.120-121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |