შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურთაზ მაღრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეღვანი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1969 წელს. 1972 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1980–1988წწ. და 1990–2000წწ. იყო საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტის ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის დოცენტი; 1988–1990წწ. უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1994–2006წწ. ამავე კათედრის გამგე; 2006–2009წწ. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კათედრის სრული პროფესორი; 2009 წლიდან ამავე ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი, ემერიტუსი. 1994–2005წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი. 2008 წლიდან არის ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედკოლეგიის წევრი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, რომლებიც ეხება საზოოგადოების ინფორმატიზაციის პრობლემებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2000), პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.591-592 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |