შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გეორგბელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩამოაყალიბა სწრაფი რეაგირების ჯგუფი, 23-ე ბრიგადის პირველი ბატალიონი, რომელიც ყველაზე უფრო საშიშ ადგილებში ღებულობდა მონაწილეობას. სადაზვერვო ოცეული, რომელსაც ალექსანდრე გეორგბელიძე ხელმძღვანელობდა, საუკეთესო იყო ბრიგადაში. 1993 წლის 5 იანვარს შემოტევის დროს, ძირითადი დარტყმა სადაზვერვო ოცეულმა მიიღო, ამ შემოტევის დროს ალექსანდრე გეორგბელიძე ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.122-123 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |