The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქუჯი ნიშნიანიძე

ქუჯი ნიშნიანიძე
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1964 წელს; ასპირანტურა 1972 წელს.

1964-1968წწ. მუშაობდა საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტში" ტაქსატორის თანამდებობაზე; 1972 წლიდან მუშაობდა სატყეო ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ მუშკად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. მომზადებული აქვს გამოსაქვეყნებლად რამდენიმე სტატია და მონოგრაფია.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.74


გააზიარე: