The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი მაყაშვილი

დიმიტრი მაყაშვილი
დაბადების თარიღი:5 ოქტომბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1906  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი იყალთო
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

1857 წლიდან ჯარში ირიცხებოდა ოფიცრად. მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის (ახლანდელი განჯა) ქვეით პოლკში. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის მონაწილე. მეთაურობდა სხვადასხვა ნაწილებს კავკასიის სამხედრო ოლქში. 1886 წლიდან იყო თბილისის სათათბიროს დეპუტატი, თელავის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. 1891 წელს გავიდა თადარიგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1891). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 593; rusgeneral.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1889 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1885 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1881 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და მშვილდით
  • 1867 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: