The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ნინიკაშვილი

გივი ნინიკაშვილი
Date of birth:25 April, 1945  (80 years)
Category:Engineer, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. ხარატოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1972 წელს.

1964 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. გორის ქარხანა "გორიხელსაწყოს" ამწყობ ქარხანაში; 1972-1973წწ. გაწვეული იყო საბჭოთა არმიის რიგებში; 1974 წლიდან მუშაობდა გორის სატყეო მეურნეობაში მეტყევე-ტექნიკოსად, შემდეგ ტყის დაცვის ინჟინრად; 1975 წლიდან მუშაობდა ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1975-1981წწ. გორის ზონალურ ინსპექციაში მეტყევე-ინჟინრად; 1981-1982წწ. ამავე კომიტეტის ცენტრალურ აპარატში უფროს ინჟინრად; 1982-1985წწ. წამყვან ინჟინრად; 1985-1988წწ. დაინიშნა ამავე კომიტეტის ცხოველთა დაცვის განყოფილების უფროსად; 1988 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის მცენარეული სამყაროს დაცვის რესპუბლიკურ სპეციალიზებულ ინსპექციაში და დაინიშნა წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე; 1990 წლიდან გადაიყვანეს ამავე კომიტეტის ბუნების დაცვის მთავარი სამმართველოს ბუნების დაცვის საინსპექციო საქმიანობის კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1991 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროს ცხოველთა სამყაროს დაცვის რესპუბლიკური სპეციალიზებული ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 1992-1993წწ. ასრულებდა ამავე ინსპექციის უფროსის მოვალეობას; 1993 წლიდან მუშაობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა სამეწარმეო კომპანია "წესის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე; 1996 წლიდან დაინიშნა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საორგანიზაციო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების მართვის განყოფილების უფროსად; 1999-2000წწ. იყო ამავე სამინისტროს გარემოს დაცვის საქმიანობის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი; 2002-2006წწ. იყო ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2006 წლიდან მუშაობდა გარემოს დაცვის ინსპექციის ინსპექტირების სამსახურის ბიომრავალფეროვნების განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.75 


Share: