The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია გვილავა

გია გვილავა
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1967
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1993  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი.

მუშაობდა დრანდის კავშირგაბმულობის სისტემაში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. გატაცებული იყო სპორტით, თამაშობდა კალათბურთს. აფხაზეთში ომში მიმდინარე საომარი მოქმედებების, 1992 წლის 15 დეკემბრიდან სოხუმის მოტომსროლელ ბატალიონში (ს/ნ 2061) გაწევრიანდა. დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს,  ტამიშის პოზიციაზე ალყაში მოქცეული მებრძოლები ბოლომდე არ დანებდნენ და ოცდახუთივე უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. მათ შორის იყო გია გვილავა, რომელმაც თავი ყუმბარით აიფეთქა. ისინი "ტამიშელი გმირების" სახელით შევიდნენ ისტორიაში (ზემდეგი ბიჭიკო ახალაია, რიგითი გურამ ახალაია, ზემდეგი დავით ბებია, ზემდეგი ნოდარ ბეჭვაია, ზემდეგი მურთაზ გაბიძაშვილი, რიგითი ვასო გახარია, ზემდეგი გია გვილავა, ზემდეგი ლევან გურჩიანი, ზემდეგი რევაზ დარსანია, რიგითი ბადრი თორდინავა, რიგითი ედემ კარტოზია, ზემდეგი ოლეგ ლოლაძე, ზემდეგი მერაბ მაჩაიძე, ზემდეგი რევაზ მაჩაიძე, ზემდეგი გურამ ნაროუშვილი, ზემდეგი ზურაბ სხულუხია, რიგითი თენგიზ ტყებუჩავა, ზემდეგი ნუგზარ ქობალავა, ზემდეგი კობა ქრისტესაშვილი, ზემდეგი სოსო ყალიჩავა, რიგითი აბელ ყურაშვილი, ზემდეგი რომან შოგირაძე, ზემდეგი მამუკა შონია, ზემდეგი ლერი წივილაშვილი, ზემდეგი ზურაბ წიქარიძე. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობოსა და თავგანწირვისათვის თითოეული მათგანი დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისთვის"). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.127-128

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: