Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია გვილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი. მუშაობდა დრანდის კავშირგაბმულობის სისტემაში. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. გატაცებული იყო სპორტით, თამაშობდა კალათბურთს. აფხაზეთში ომში მიმდინარე საომარი მოქმედებების, 1992 წლის 15 დეკემბრიდან სოხუმის მოტომსროლელ ბატალიონში (ს/ნ 2061) გაწევრიანდა. დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს, ტამიშის პოზიციაზე ალყაში მოქცეული მებრძოლები ბოლომდე არ დანებდნენ და ოცდახუთივე უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. მათ შორის იყო გია გვილავა, რომელმაც თავი ყუმბარით აიფეთქა. ისინი "ტამიშელი გმირების" სახელით შევიდნენ ისტორიაში (ზემდეგი ბიჭიკო ახალაია, რიგითი გურამ ახალაია, ზემდეგი დავით ბებია, ზემდეგი ნოდარ ბეჭვაია, ზემდეგი მურთაზ გაბიძაშვილი, რიგითი ვასო გახარია, ზემდეგი გია გვილავა, ზემდეგი ლევან გურჩიანი, ზემდეგი რევაზ დარსანია, რიგითი ბადრი თორდინავა, რიგითი ედემ კარტოზია, ზემდეგი ოლეგ ლოლაძე, ზემდეგი მერაბ მაჩაიძე, ზემდეგი რევაზ მაჩაიძე, ზემდეგი გურამ ნაროუშვილი, ზემდეგი ზურაბ სხულუხია, რიგითი თენგიზ ტყებუჩავა, ზემდეგი ნუგზარ ქობალავა, ზემდეგი კობა ქრისტესაშვილი, ზემდეგი სოსო ყალიჩავა, რიგითი აბელ ყურაშვილი, ზემდეგი რომან შოგირაძე, ზემდეგი მამუკა შონია, ზემდეგი ლერი წივილაშვილი, ზემდეგი ზურაბ წიქარიძე. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობოსა და თავგანწირვისათვის თითოეული მათგანი დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისთვის"). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.127-128 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |