შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი კოჭლამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბოდბე, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 2002 წელს; 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2000-2007წწ. კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე; 1999-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილე; 2007-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |