2002-2004წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ასევე მუშაობდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2006წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2006-2013წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2014-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2015-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020-2021წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე - ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge