The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე კულულაშვილი

ეკატერინე კულულაშვილი
Date of birth:3 May, 1980  (44 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკურ ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით 2002 წელს; 2002 წელს გაიარა ტრენინგი საქართველოს განათლების სამინისტროს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში თემაზე ბავშვის უფლებათა კონვენცია; 2003-2004წწ. სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი; 2009-2014წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები: ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაცვისა და დავის გადაწყვეტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თბილისის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თემაზე - "საქართველოს სააპელაციო დაცვა ზეპირი და წერილობითი არგუმენტების გამოყენებით"; ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, თემა - "სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთება"; გერმანიის სასამართლო სტრუქტურა და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები (ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში); მონაწილეობა მიიღო სემინარში თემაზე - "პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები"; 2010-2013წწ. გაიარა ტრენინგი თემაზე - "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სხდომის მდივნებისათვის"; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2002-2004წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ასევე მუშაობდა თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2006წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2006-2013წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2014-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2015-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020-2021წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე - ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე; 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: