შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კურტანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2004 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტის სპეციალობით 2005 წელს; 2005-2006წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასპირანტურაში; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2010წწ. მუშაობდა ადვოკატად; 2010-2013წწ. - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატი; 2013-2014წწ. - საქართველოს შს სამინისტროს ასპინძის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების განყოფილების უფროსი; 2015 წლის მაისიდან აგვისტომდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2015 წლის აგვისტოდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის სექტემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |