შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია 1873 წელს; კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი 1877 წელს; ოფიცრების მსროლელთა სკოლა 1899 წელს. 1877–1878წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1904–1905წწ. რუსეთ-იაპონიის, 1914–1918წწ. I მსოფლიო ომების მონაწილე. 1905–1914წწ. ციმბირის მე-18 მსროლელი პოლკის, 1914 წლიდან მე-6 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის, 56-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური, 1917 წლიდან 151-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადისა და 1917 წლის სექტემბრიდან ციმბირის მე-8 მსროლელი დივიზიის მეთაური. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 594; რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |