| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსლან რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საშუალო სკოლა (ვერცხლის მედალზე); ასპირანტურა; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1974 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. მუშაობდა ამიერკავკასიის ტყეთმოწყობის საწარმო "ტყეპროექტში" ინჟინერ-ტაქსატორად; იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოების მთავარი მეტყევე-ინჟინერი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. არის 57 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის ავტორი. იყო საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მეტყვეობის, ლანდშაფტის დაგეგმარებისა და სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.85
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

