The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაჩაბელი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1862
გარდაცვ. თარიღი:1917  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზიაში; დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.

1879 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. გაამწესეს გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკში. მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს. 1914–1918წწ. I მსოფლიო ომის მონაწილე. 1916 წლიდან პოლკოვნიკი. 1916–1917წწ. მეთაურობდა მე-19 ლაიბგრენადერთა ერევნის პოლკს. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის მედალი "რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავის ხსოვნისადმი" (1913).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 597

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1916 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებით და მშვილდით)
  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და მშვილდით)
  • 1916 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1913 - მედალი "რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავის ხსოვნისადმი"
  • 1913 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: