The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან გოგალაძე

მირიან გოგალაძე
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1959
გარდაცვ. თარიღი:1993  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ქარელის რაიონი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა ახალსოფლის მეურნეობაში. 1993 წლის 21 ივნისს გაიწვია ქარელის სამხედრო კომისარიატმა, მონაწილეობდა აფხაზეთის კონფლიქტში. 1993 წლის 24 სექტემბრიდან ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2023 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 21 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, მათ შორის მირიან გოგალაძეც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.135; patriarchate.ge


გააზიარე: