შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ გოგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა გულრიფში. აფხაზეთის კონფლიქტის დროს, 1992 წლის 12 სექტემბრიდან ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 ცალკეულ სატანკო ბატალიონში, შემდეგ გადავიდა მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში. განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა 5-6 იანვრისა და 16-17 მარტის შემოტევებისას. ბესიკ გოგია 1993 წლის 16 სექტემბერის საბრძოლო შეტაკების დროს ჭეშმარიტი გმირობისა და ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა. ტყვიების წვიმაში გამოჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლები ფრონტის ხაზიდან, ტყვია-წამლითაც ამარაგებდა მათ. დაიღუპა 1993 წლის 21 სექტემბრის შეტაკებისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.135
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |