The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაჩაბელი

დაბადების თარიღი:1710
გარდაცვ. თარიღი:1776  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოლტავა, უკრაინა
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქურთა, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

მამამისი 1724 წელს გაჰყვა ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში და დასახლდა უკრაინაში. ამ ადგილს "მაჩაბელოვკა" ეწოდა. 1750 წლიდან მსახურობდა ჯარში და მონაწილეობდა რუსეთ-პრუსიის (1756–1763), რუსეთ-ოსმალეთის (1768–1774) ომებში. მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსებში, შემდეგ რუსეთსა და უკრაინაში მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს. 1775 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1775). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 597


გააზიარე: