The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გოგია

ნიკოლოზ გოგია
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1993  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების  დღიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 ("ბაგრატიონის") ასეულში. მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში: ტამიშში, კინდღში, ლაბრაში, ცუგუროვკაში, კამანში. 1993  წლის 14 იანვარს, სოფელ კვიტოულში "ბაგრატიონელები" ალყაში მოაქციეს, ასეული მტერს რვა საათის განმავლობაში იგერიებდა; "ბაგრატიონმა" საგრძნობი ზარალი მიაყენა მტერს და ალყის გარღვევაც შეძლო. ასეულმა დიდი წვლილი  შეიტანა აგრეთვე 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შტურმის დროს. ნიკოლოზ გოგია მონაწილეობდა გუდაუთის რაიონში ჩატარებულ სპეციალურ სადესანტო - სადაზვერვო ოპერაციაში. დაიღუპა 1993  წლის 31 მარტს, სოფელ კამანში მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და სოხუმის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.136

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: