შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს; 2004-2006წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 2006-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში; 2008-2012წწ. ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში; 2003 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2014 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2015-2016წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2015 წლის დეკემბერში ქ. სტრასბურგში გაიარა სასწავლო კურსი, თემაზე "ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები". 2004-2005წწ. - ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების გამომძიებელი; 2005-2006წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2007 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2007-2008წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული ლექტორი; 2007 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტზე; 2007-2008წწ. იყო სტუნდენტურ გაცვლითი პროგრამის - თანამედროვე სისხლის სამართლის დოგმატიკის საკითხები - სამეცნიერო ხელმძღვანელი (ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ქ. ბერლინი); 2007-2011წწ. იყო სამეცნიერო გრანტის - "საქართველოში სისხლის სამართლის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და სისხლის სამართლის დოგმატიკის განვითარება" - სამეცნიერო თანამშრომელი (ფოლკსვაგენის ფონდი (Volkswagenstiftung); 2008 წელს - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვეული ლექტორი; 2008-2009წწ. - სამეცნიერო გრანტის - "ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში" - სამეცნიერო თანამშრომელი (ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდი (რუსთაველის ფონდი); 2008-2012წწ. - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი; 2008-2019წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2019 წლის ივლისიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი; 2013 წელს გაიარა ტრენინგი სწავლების მეთოდოლოგიაში (USAID მხარდაჭერით); 2013 წლიდან - სულხან-საბა ორბელიანის სასწალო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014-2015წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სრული პროფესორი; 2015 წლის სექტემბერში იყო სასწავლო ვიზიტით ქ. ჰამბურგში და გაიარა კურსი გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა; 2015 წლიდან - უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2016 წლიდან - გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2016 წლიდან - სამეცნიერო გრანტის - ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც გამოწვევა და ამოცანა - მონაწილე; 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)-ის ეგიდით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. კიონიგსვინტერში და სტაჟირება გაიარა ფრანქფურტის საქალაქო სასამართლოში; 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სასწავლო ვიზიტით იყო ქ. ვაშინგტონში და სტაჟირება გაიარა ვაშინგტონის სასამართლოში, ანგლო-ამერიკული შეჯიბრობითობის პროცესის გაცნობის მიზნით; არის არაერთი საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციის თანაორგანიზატორი და მონაწილე (მათ შორის ქართველ და გერმანელ სისხლის სამართლის მეცნიერ-იურისტთა პირველი პროფესიული შეხვედრის თანაორგანიზატორი, რომელიც ჩატარდა 2011 წლის 6-9 ოქტომბერს ქ. თბილისში); 2016-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2021 წლის აგვისტოდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე. სადოქტორო დისერტაციის თემა - "განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |