The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა გოგიშვილი

გოჩა გოგიშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1963
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1993  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა ნახჭევანის ავტონომიური ოლქის სამხედრო ნაწილის არტილერიის პოლკში. იყო არტილერისტი, სერჟანტის წოდებით. სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა მაუდის კომბინატში მუშად. აფხაზეთში ომის დაწყების დროს ჩაირიცხა ეროვნული გვარდიის ქუთაისის ბატალიონში, მეთაურის თანაშემწედ არტილერიაში. ვაჟკაცურად იბრძოდა ყველგან, სადაც მისი ბატალიონის პოზიციები იყო. 1993 წლის 8 მარტს გოჩა გოგიშვილი ოჩამჩირის რაიონში ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.139


გააზიარე: