Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუზეპე მაძინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გენუა. დაამთავრა გენუის უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 1827 წელს. 1827 წელს ეზიარა მასონურ იდეოლოგიას, რომლის გავლენით 1831 წელს დააფუძნა ფარული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იტალია" (მოგვიანებით – მაძინისტური მოძრაობა). 1859–1860წწ. რისორჯიმენტოს გადამწყვეტ ეტაპზე, გარიბალდისთან ერთად სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ბრძოლას იტალიის გაერთიანებისათვის, რაც საბოლოდ 1870 წელს დასრულდა. ის ფართო საერთაშორისო მოღვაწეობასაც ეწეოდა, მისი თაოსნობით შეიქმნა ინტერნაციონალური (საერთაშ.) ლიგა, რომელიც ერთხანს საერთოევროპული დემოკრატიული მოძრაობის ფლაგმანს წარმოადგენდა. იტალიის რისორჯიმენტოს იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში "სამოციანელთა" (თერგდალეულთა) ინიციატივით განახლებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. უფრო ადრე კი იტალიელმა კარბონარიებმა ასევე დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოში 1832 წელს შეთქმულების ორგანიზატორებსა და მათ ფარულ საზოგადოებაზე, ამ საზოგადოების ორგანიზაციულ წყობასა და საპროგრამო დოკუმენტზე ("აკტი გონიური"). აღსანიშნავია, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა არაერთ ქართველ მოღვაწეს, იტალიაში იმხანად არსებული მცირე ქართული სათვისტომოს წევრებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. ნიკოლაძე, რომელიც XIX ს. 60-იან წლებში დასავლეთ ევროპაში იყო და ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ფართოდ მიმოიხილავდნენ და უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ ი. ჭავჭავაძე, დ. ყიფიანი, ა. ფურცელაძე, ი. მეუნარგი და სხვ. იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (რისორჯიმენტო) ერთ-ერთი ლიდერი და მისი რესპუბლიკურ-დემოკრატიული მემარცხენე რადიკალური ფრთის ხელმძღვანელი, ჯ. გარიბალდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 603
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |