The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გოჩიაშვილი

დავით გოჩიაშვილი
დაბადების თარიღი:4 ივლისი, 1970
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ქ. პერმში. 1992 წლიდან მსახურობდა თბილისის სამხედრო კომენდატურაში სპეცდანიშნულების ჯგუფის ოპერატიული მუშაკის თანამდებობაზე. ამავე წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა "ავღანელთა" ბატალიონში. 1993 წლიდან გადავიდა უშიშროების სამსახურში, საიდანაც სხვა მეომრებთან ერთად გააგზავნეს აფხაზეთში  იგი სოხუმის დაცემის ბოლო წუთამდე ვაჟკაცურად ედგა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ჟიული შარტავას გვერდით და იცავდა, დავით გოჩიაშვილი აღბეჭდილია კასეტაზე, რომელზეც ჩაწერილი და გადაღებულია 27 სექტემბერი. ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გადმოსვენებულ იქნა 2017 წელს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.141-142; ვინა სთქვა თქვენი გარდაცვალება!.. : გადმოსვენებულია 25 გმირი // საქართველოს რესპუბლიკა .-თბილისი,2017.-12 ოქტომბერი.-N210.-გვ.11


გააზიარე: