შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბზიავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1991 წელს. 1991-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის კათედრა, ლაბორანტი; 1997-2006წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრომელიორაციისა და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო ჰიდროტექნიკური მელიორაციის კათედრა, ასისტენტი; 2002-2008წწ. International Nongovernmental Organization "Agroinfomation Scientific-Research Center",Research Unit, Deputy Director; 2005-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, წყალსამეურნეო მართვის სამმართველო, წყალსაცავების და წყალსარგებლობის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2006-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტი, აგროსაინჟინრო ფაკულტეტი, ირიგაციისა და დრენაჟის განყოფილების უფროსი; 2006-2013წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2014წწ. საინჟინრო მომსახურების საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი საქართველოში "EPTISA", ტექნიკური მხარდაჭერის გუნდი, კონსულტანტი; 2014-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2016 წლოიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და ნაგებობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი, სამშენებლო ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2016). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |