The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილი მსხილაძე

ლილი მსხილაძე
Date of birth:6 May, 1963  (61 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1986 წელს; 1997 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

1987-1999წწ. - ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 1995-1999წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი პიროვნება - თავისუფალი საზოგადოების", წევრი; 1999-2005წწ. - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 1999-2005წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი"-ს წევრი, გამგეობის წევრი; 2005-2009წწ. ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვის მოსამართლედ; 2009 წელს - საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2010-2015წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს - კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიაში" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; 2011-2013წწ. - თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სისხლის სამართლის ლექტორი; 2014 წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში; 2012 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი; 2015 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Bibliography


Share: