The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ გულიაშვილი

მალხაზ გულიაშვილი
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1972
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1993  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

სწავლობდა სამშენებლო კოლეჯში, საიდანაც 1992 წლის აგვისტოში გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, ვალეში; ექვსი თვის შემდეგ ჩაერთო აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. მალხაზ გულიაშვილი 1993 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 321-ე ცალკეულ სადაზვერვო ბატალიონში ათეულის მეთაურად. დაიღუპა 1993 წლის 18 ივლისს, შრომა-ახალშენის ბრძოლებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.147

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: