შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში (ე.წ. სასწრაფო გამოშვებით). ომის დასრულებამდე იმყოფებოდა ფრონტზე, 1946 წელს განაგრძო სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში. 1947–1957წწ. თბილისის სამეანო სკოლაში მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ და მეანობა-გინეკოლოგიის პედაგოგად; 1957–1962წწ. უფროს მეცნიერ მუშაკად; 1962–1970წწ. სამეანო განყოფილების ხელმძღვანელად; 1970–1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სან-ჰიგიენური და სტომატომატოლოგიური ფაკულტეტების კათედრის პროფესორი; 1974−1976წწ. ამავე კათედრის გამგე. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი (მ. შ. 4 მონოგრაფია), რომლებიც ეხება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონულ გავლენას ქალის ორგანიზმზე; სასქესო ჰორმონის ფიზიოლოგიურ-პათოლოგიურ ზეგავლენას ორსულ ქალზე. საშვილოსნოს ჰიპოატონიას, როგორც მშობიარობის სისხლდენის მიზეზს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1970). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |