შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო გულორდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა ყაზანის სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მსახურობდა ყაზანში, გერმანიაში, სომხეთში. სოხუმში იყო სამოქალაქო თავდაცვის სწავლების კურსების უფროსი. აფხაზეთის საომარი კონფლიქტის დაწყებამდე მუშაობდა გაგრაში მცირე ტევადობის ხომალდებისა და თევზის რეწვის ინსპექტორად. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში. 1992 წლის 25 აგვსტოს, პოლკოვნიკი სერგო გულორდავა გაგრის ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. გაგრის ბატალიონის პირველი მეთაური 1992 წლის 2 ოქტომბერს 15 მებრძოლთან ერთად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.148
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |