The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ გურგენიძე

თემურ გურგენიძე
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ გურგენიძე
დაბადების თარიღი:1965
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოხუმის რაიონი.

დაამთავრა კულაშის ვეტერინალური სასწავლებელი, შემდეგ ჩაირიცხა ლენინგრადის ვეტერინალურ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სოხუმის რაიონში ვეტექიმად. აფხაზეთში  საომარი მოქმედებების  დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის  ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში, იბრძოდა კინდღთან, აჩადარასთან, ცუგუროვკასთან, გუმისთასთან. თეიმურაზ გურგენიძე 1993 წლის 15-16 მარტს  სოხუმზე დიდი შეტევის დროს დაიღუპა გუმისთის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: