The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა გარაყანიძე

გელა გარაყანიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1978 წელს.

1979 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების ფსიქოლოგად; 1983-1984წწ. მუშაობდა გლდანის ოლიმპიური რეზერვების სასწავლებლის და 1991-1998წწ. წინამძღვრიანთკარის ჰუმანიტარულ-ეკოლოგიური კოლეჯის ფსიქოლოგიის პედაგოგად; იკვლევს გვიან-ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიას, ამავე ხანის ქართველ მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას.

წყარო: გელა გარაყანიძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.


გააზიარე: